adigenis municipaliteti  
  
 
 
 

didi smarida

სოფელი საქართველოში, ადიგენის მუნიციპალიტეტში (ადმინისტრაციული ერთეული ჩორჩანი).

მდებარეობს ახალციხის ქვაბულში, მდინარე ქვაბლიანის (ფოცხოვისწყლის მარცხენა შენაკადი) მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 1200 მეტრზე. ადიგენიდან დაშორებულია 5 კილომეტრით, ახალციხიდან - 25 კმ.

istoria

„გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის“ მიხედვით, 1595 წელს სოფელი დიდი სმადა შედიოდა ახალციხის ლივის ალთუნყალის ნაჰიეში (რაიონი). აქ მაშინ 14 კომლი ცხოვრობდა. მოჰყავდათ ხორბალი, ქერი, ჭვავი, ფეტვი, მუხუდო, ოსპი. იხდიდნენ გადასახადს 16 000 ახჩის ოდენობით. 1704-1705 სოფ. სმადა ისევ ალთუნყალას ნაჰიეში შედიოდა და წარმოადგენდა ზეამეთს ვინმე ალის სახელზე. მაშინ ამ სოფლის გადასახადი უკვე 21 000 ახჩა ყოფილა. 1944 წლამდე სმადაში გამაჰმადიანებულ ქართველებს უცხოვრიათ. შემორჩენილია XIX საუკუნის მეჩეთი. მაჰმადიანი მოსახლეობის შუა აზიაში გადასახლების შემდეგ აქ დაასახლეს საჩხერის რაიონიდან გადმოსახლებული 100 კომლი. საბჭოთა პერიოდში დიდი სმადა იყო სმადას სასოფლო საბჭოს ცენტრი, მოქმედებდა მესაქონლეობისა და მემინდვრეობის მეურნეობა.

სოფლის ჩრდილოეთით, მუხნარის მთაზე დგას დარბაზული ეკლესია (ფართობი 4 მ × 8 მ), შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. ნაგებია თლილი ქვების რეგულარული წყობით. სწორკუთხა საკურთხეველში ორი ნიშაა, რომელთა სიმაღლე სარკმლის თავამდე აღწევს.

demografia

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 271 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002 379 197 182
2014 271 132 139

 


მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ადიგენის მუნიციპალიტეტი
თემი ჩორჩანი
კოორდინატები 41°40`23″ ჩ. გ. 42°44`50″ ა. გ.
ცენტრის სიმაღლე 1200 მ
მოსახლეობა 271 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99.3 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995

 

 

ადიგენის დროშა ადიგენის გერბი